გაშენებულია 2000 წელს |
|
ჩვენი ღვინოებისთვის მაღალხარისხიანი ყურძნის მიღებას უზრუნველყოფენ გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანები “ტიბანელის” დამფუძნებლის რეზო ფირაშვილის ხელმძღვანელობით. რეზო ფირაშვილის წინაპრები სიღნაღის მიდამოებში, სოფელ ნუკრიანში XVI საუკუნეში დასახლდნენ და მას შემდეგ თაობიდან თაობას გადასცემდნენ ვაზის სიყვარულსა და ღვინის დაყენების საიდუმლოებას. |
|
თავად რეზო ფირაშვილი დაიბადა 1941 წელს სიღნაღის რ-ის სოფელ ნუკრიანში. 17 წლიდან მუშაობდა ვენახში, აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1966 წელს მუშაობა დაიწყო ინჟინერ-მექანიზატორად კოლმეუნეობაში, რომელიც ფლობდა 300 ჰა ვენახს, ხოლო 1971-1998 წლებში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დიდ საბჭოთა და კოლექტიურ მეურნეობას, რომლებიც ფლობდნენ ასეულობით ჰა ვენახებს. 90-იანი წლების ბოლოს კოლმეურნეობები საქართველოში წარსულს ჩაბარდა და 2000 წელს რეზო ფირაშვილმა მეგობრებთან ერთად კომპანია “ტიბანელი” შექმნა. |
||
|
Copyright 2008 By Tibaneli GmbH
Site Design by OTAR KARALASHVILI
|
||


