|
მშრალი წითელი ღვინო
რეგიონი: კახეთი
ტიბაანის მიკროზონა
ჯიში: 100% საფერავი
მოსავალი: 2005
ალკოჰოლი: 13% vol
|

მშრალი წითელი ღვინო“საფერავი” მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოყვანილია ტიბაანის ზონაში. ყურძენი იკრიფება ტექნიკურ სიმწიფეში, ტარდება საჭყლეტ-კლერტგამცლელ მანქანაში. მიღებული დურდო გადადის თერმოსმადუღარაში, ემატება გოგირდის ანჰიდრიდი და საფუარის წმინდა კულტურა. სპირტულ დუღილს ვაწარმოებთ 7-8 დღის განმავლობაში 23-25 გრად. ტემპერატურაზე, დღეში 3-4-ჯერ დარევით. როდესაც თერმოს მადუღარაში ტკბილის შაქრიანობა 10გ/ლ-ზე დადის, ვახდენთ დურდოს გაპრესვას. მაღალხარისხიანი ღვინის დასაყენებლად ვირჩევთ თვითნადენს. აღნიშნული მადუღარი ღვინო-მასალა სპირტულ დუღილს ამთავრებს ემალის რეზერვუარებში, პარალელურად ვაწარმოებთ ღვინის ვაშლ-რძემჟავა დუღილის კონტროლს. სპირტული დუღილის დამთავრების შემდეგ 10-12 დღეში მთავრდება ვაშლმჟავას დაშლა (ბაქტერიებით). მისი დუღილის შეჩერებას ვახდენთ გოგირდის |
|
ანჰიდრიდის დამატებით და ლექიდან მოხსნით. 30 დღის შემდეგ ვახდენთ ღვინომასალის მეორედ გადაღებას. აღნიშნულ ღვინომასალას ვაძველებთ სამი წლის განმავლობაში. პირველი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ ღვინომასალის გადაღებას 6 თვეში ერთხელ; მეორე წელს – 6 თვეში ერთხელ, მესამე წელს – 12 თვეში ერთხელ უჰაეროდ. ღვინო “საფერავის” დაძველება ხდება 15-20 გრადუსის პირობებში. ყველა პროცესის გავლის შემდეგ ვაწარმოებთ დამუშავებას და ჩამოსხმას. |
|
|