![]() |
2009 ოქტომბერი "ანუგა 2009" კიოლნში
|
||||
![]() |
2009 სექტემბერი "ტიბანელი" ჰოლანდიაში სექტემბრიდან "ტიბანელის" პროდუქცია ხელმისაწვდომი ჰოლანდიელი მომხმარებლისთვისაც გახდა. ჩვენი საიმედო პარტნიორი ნიდერლანდებში გახლავთ ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ღვინოების სპეციალიზებული კომპანია AndereWijn. პირველმა დეგუსტაციებმა წარმატებით ჩაიარა, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საფერავმა, რაც გვაიმედებს, რომ გერმანიის კვალდაკვალ "ტიბანელის" ღვინოები ჰოლანდიაშიც სწრაფად და წარმატებით დაიმკვიდრებს ადგილს. |
||||
![]() |
2009 მაისი პრეზენტაცია "KaDeWe"-ში
|
||||
![]() |
2009 აპრილი პრეზენტაცია "Galeria Kaufhof"-ში
|
||||
![]() |
2009 მარტი "პროვაინი" დიუსელდორფი
|
||||
![]() |
2009 იანვარი ბერლინის "მწვანე კვირეული"
16-დან 25 იანვრის ჩათვლით “ტიბანელმა” ბერლინის “მწვანე კვირეულში” მიიღო მონაწილეობა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის გერმანიაში. კომპანიისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ის დიდი ინტერესი, რომელიც ჩვენმა ღვინოებმა გამოიწვია აღნიშნულ ღონისძიებაზე, დაახლოებით 1500-მდე ადამიანმა დააჭაშნიკა “ტიბანელის” ღვინოები გამოფენის დღეებში, სასიამოვნო იყო უმრავლესობის დადებითი შეფასებების მოსმენა, ხოლო მათ მიერ შეძენილი 800 ბოთლი ღვინო ამის საუკეთესო დასტურია. ჩვენ შევიძინეთ ახალი პარტნიორები გერმანიის ბაზარზე და მივიღეთ საინტერესო შემოთავაზებები როგორც გერმანული კომპანიებისგან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.
|
||||
![]() |
2008 აგვისტო "ტიბანელი" გერმანიაში "ტიბანელის" ღვინოები გერმანიაში გამოჩნდა. ეს ფაქტი გამომდინარეობს კომპანიის პრინციპული გადაწყვეტილებიდან მყარად დამკვიდრდეს დასავლეთ ევროპულ ბაზარზე. გერმანიის მზარდი და მრავალფეროვანი ბაზარი კი საუკეთესო ადგილია ამ მიზნის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო აქ მეტად მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, რაც გარკეულ სირთულეებს ქმნის, რადგან მომხმარებელს ნაკლებად ცნობად პროდუქტს ვთავაზობთ, თუმცა ჩვენ ნათლად ვხედავთ ჩვენი ღვინის ადგილს გერმანულ ბაზარზე და დარწმუნებულნი ვართ, რომ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ დამკვიდრებას როგორც გერმანიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებშიც. |
|
Copyright 2008 By Tibaneli GmbH
Site Design by OTAR KARALASHVILI |
















