Tibaneli

საქართველო, კახეთი, სოფელი ტიბაანი,
2000 წელი... ეს იყო ჩვენი ისტორიის დასაწყისი. დღეს კი ”ტიბანელი” ეს არის 20 ჰა საფერავის ჯიშის ვენახი და მსოფლიო ბაზარზე გასული მაღალხარისხიანი წითელი ღვინო.

ყოველ წელს აპრილის დასაწყისში იღვიძებს ვაზი ტიბაანში, ახალი სიცოცხლე იბუდებს სუსხიანი ჩრდილოეთიდან ბუმბერაზი კავკასიონით დაცულ ალაზნის ველზე, გომბორის ქედის ძირში.

Winegrower
Blossom ხალისიანად ეფერებიან და გულმოდგინედ ზრდიან ადამიანები ახალ ნაყოფს, მცხუნვარე მზე და მადლიანი მიწა ენერგიითა და ხორცით ავსებენ მას. სექტემბრის დასაწყისში კი უკვე გრილ მარანში მიედინება მისგან ნაჟური ქაფქაფა სითხე, რომელიც თანდათან დინჯდება, დროის სვლასთან ერთად სულ უფრო იხვეწება და მშვენდება ბოლოს კი “ტიბანელის” ღვინოდ ინათლება.

მადლობელნი ვართ, რომ ჩვენი ღვინით დაინტერესდით და იმედი გვაქვს, მასთან ერთად და მის გარეშეც ბევრ სასიამოვნო დროს გაატარებთ თქვენი ცხოვრების მანძილზე.
 
Site Design by OTAR KARALASHVILI